|
2022-04-29 13:40:29, 970 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ჩიქოვანი - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დღევანდელმა მოხსენებამ საქართველო პოსტმონიტორინგის ეტაპთან დააახლოვა
„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დღევანდელმა მოხსენებამ საქართველო პოსტმონიტორინგის ეტაპთან დააახლოვა. არის რამდენიმე გადასაწყვეტი საკითხი, რომელიც უკავშირდება კონკრეტული საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტების, ამ შემთხვევაში, ხელშეკრულებების ხელმოწერას. ამის შემდეგ საქართველო შეძლებს პოსტმონიტორინგის ეტაპზე გადასვლას“,-განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი ჩიქოვანმა. მისივე განცხადებით, ანგარიში 5 თვის განმავლობაში მზადდებოდა. „მოხსენებაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ მიღწეულია დიდი პროგრესი ყველა მიმართულებით. რა თქმა უნდა, ანგარიშში საუბარია იმაზეც, რომ საჭიროა კიდევ უფრო მეტი რეფორმირება, რაზეც ერთად ვიმუშავებთ. მასში ასევე ხაზგასმითაა ნახსენები, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობა არის უმაღლეს დონეზე“, -განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)