21:39 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-28 18:17:47, 1323 ნახვა

პოლიტიკა
არასამთავრობო ორგანიზაციები - დროულად გაეწიოს მიხეილ სააკაშვილს შესაბამისი სამედიცინო დახმარება

საქართველოს მესამე პრეზიდენტს სათანადო სამედიცინო დამხარება უნდა გაეწიოს. - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში ვკითხულობთ.

მათივე თქმით, ახლა ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობის გაუმჯობესება უმნიშვნელოვანესია . 


"ჩვენ, ხელმომწერი ორგანიზაციები, ვეხმიანებით პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს. მიგვაჩნია, რომ მისი სათანადო მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა იქნას მიღებული, მათ შორის, სამედიცინო დახმარების გაწევით ქვეყნის ფარგლებს მიღმა.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქართველოს სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ალტერნატიული სამედიცინო კონსილიუმის დასკვნის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამძიმებული, მას აღენიშნება ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, რომელიც უკავშირდება ისეთ დაავადებებს, როგორიცაა ანორექსია და პოსტტრავმული სტრესული აშლილობა.

შესაბამისად, პატიმარს დაუყოვნებლივ უნდა გაეწიოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება. მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისას, უნდა გამოირიცხოს პოლიტიკური მიზანშეწონილების ნებისმიერი მოტივი და შესაბამისმა ინსტიტუციებმა უნდა იხელმძღვანელონ მხოლოდ ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და პირადი უსაფრთხოების უფლების დაცვის სტანდარტით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოვითხოვთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტს დაუყოვნებლივ გაეწიოს სამედიცინო მომსახურება, რაც აუცილებელია მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფუნდამენტური უფლებების უზრუნველსაყოფად. აღნიშნული კი, გამომდინარეობს სახელმწიფოს კონსტიტუციური და საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებებისგან"- ნათქვამია განცხადებაში.

ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები:

საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI)
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
 ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
სასამართლოს გუშაგი ( Georgian Court Watch)
 პრევენცია პროგრესისთვის
 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
პარტნიორობა ადამინის ულფებებისთვის (PHR)
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
 წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT)
 ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
 ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
 ადამინის უფლებათა ცენტრი (HRC)
კავშირი საფარი
დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics