|
2022-04-27 15:16:43, 1841 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტარი ივანიშვილის ჩანაწერებზე - ვითხოვ განმარტებას, ითვლება თუ არა მსგავსი ქცევა ევროპული პოზიციისთვის სასარგებლოდ
ევროპარლამენტარი, ევროპის სახალხო პარტიის წევრი მაიკლ გალერი ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილისა და ვლადიმირ ევტუშენკოვის სავარაუდო აუდიოჩანაწერს ეხმიანება და საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს. როგორც ევროპარლამენტარი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს, "ქართულმა ოცნებამ" უნდა განმარტოს, ითვლება თუ არა ასეთი ქცევა საქართველოს ევროპული პოზიციისთვის სასარგებლოდ. "„ქართული ოცნებისგან“ ვითხოვ განმარტებას, ითვლება თუ არა ასეთი ქცევა საქართველოს ევროპული პოზიციისთვის სასარგებლოდ,"- წერს მაიკლ გალერი. ცნობისთვის, 25 აპრილს გავრცელდა ჩანაწერი, რომელიც, შესაძლოა, ასახავდეს ბიძინა ივანიშვილისა და სანქცირებული რუსი ოლიგარქის, ვლადიმირ ევტუშენკოვის საუბარს. ჩანაწერების მიხედვით, რომლის ავთენტურობა დადგენილი არ არის, ევტუშენკოვის წარმომადგენელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)