13:21 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-27 11:23:46, 677 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ქედაში საოჯახო სასტუმროს რეაბილიტაცია განხორციელდა

„საქართველოს ბანკი“ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი ინიციატივების ხელშეწყობას აქტიურად აგრძელებს. ბანკთან პარტნიორობით ამჯერად ქედის რაიონ სოფელ გობრონეთში საოჯახო სასტუმროს რეაბილიტაცია განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ ბიზნესი 2007 წლიდან ოპერირებს ქედაში. სწორედ მაშინ მიიღო საოჯახო სასტუმრომ პირველი ტურისტიც. 

„უკვე 15 წელია, წარმატებით გრძელდება ჩვენი და საქართველოს ბანკის პარტნიორობა. მათი მხარდაჭერით, ბანკის მიერ გამოყოფილი ინვესტიციით სასტუმროს რეაბილიტაცია განვახორციელეთ.  2022 წლის ბოლომდე კი, ვგეგმავთ ბიზნესი მეტად გავაფართოვოთ - გავხსნათ ეთნოგრაფიული მუზეუმი და აჭარული ეთნო ეზო, სადაც სტუმრებს და დამსვენებლებს ექნებათ შესაძლებლობა, გაეცნონ სოფლისა და რეგიონის განვითარებისა და ჩვენი წინაპრების განვლილი ცხოვრების ისტორიას“, - აცხადებს საოჯახო სასტუმროს დამფუძნებელი, ზებურ ბოლქვაძე.

„მოხარული ვართ, რომ წლების მანძილზე გვეძლევა შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ მორიგ ადგილობრივ პროექტს და წვლილი შევიტანოთ ბიზნესის განვითარებაში.  საოჯახო სასტუმრო წლის მანძილზე 500-ზე მეტ სტუმარს იღებს და ბიზნესი აქტიურად აგრძელებს განვითარებას. საქართველოს ბანკის მიზანია, ქვეყნის მასშტაბით მეტი მსგავსი ინიციატივის განხორციელებას შეუწყოს ხელი, რათა მეტად გაძლიერდეს რეგიონის ეკონომიკა“, - აცხადებს საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი, ზურაბ მასურაშვილი.
 

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics