|
2022-04-26 12:49:12, 1280 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა მელია- „ნაციონალური მოძრაობა“ უკრაინაში გენოციდის აღიარების თაობაზე დადგენილებას პარლამენტში დაარეგისტრირებს
„ნაციონალური მოძრაობა“ უკრაინაში გენოციდის აღიარების თაობაზე დადგენილებას პარლამენტში დღეს დაარეგისტრირებს. ამის შესახებ განცხადება პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელიამ, ბრიფინგზე გააკეთა. ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ, უკრაინელი ხალხის გენოციდის აღიარება „ ლაკმუსის ქაღალდი“ იქნება ბიძინა ივანიშვილისთვის და პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილისთვის. ,,ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში არეგისტრირებს დადგენილებას, გენოციდის აღიარების თაობაზე უკრაინაში. ეს უნდა გახდეს მორიგი ლაკმუსის ქაღალდი ბიძინა ივანიშვილისთვის, ასევე შალვა პაპუაშვილისთვის. ეს, ბუნებრივია, არ იქნება იურიდიული და სამართლებრივი დეტალების გამორკვევის პროცესი. ეს იქნება პოლიტიკური შეფასება - ან კი, ან - არა. ან ნანახმა დაარწმუნა „ქართული ოცნება“, რომ იქ ნამდვილად გენოციდია, ან ისინი ამ ყველაფერს უარყოფენ; ან ისინი დგებიან კვლავ ევტუშენკოების გვერდზე, ან ისინი დგებიან დანარჩენი, თავისუფალი სამყაროს მხარეს. არჩევანი არის „ქართულ ოცნებაზე," - განაცხადა ნიკა მელიამ. ნიკა მელია თქმით, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება განაპირობებს საქართველოს მოსახლეობის და პარტნიორების რექციას.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)