02:18 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-21 20:21:12, 1461 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსები ოკუპირებული იზიუმიდან ჰუმანიტარული დერეფნის ორგანიზებაზე უარს ამბობენ

რუსეთის ჯარები უარს ამბობენ ოკუპირებული იზიუმიდან ჰუმანიტარული დერეფნის ორგანიზებაზე. - ამის შესახებ ინფორმაციას იზიუმის საკრებულოს დეპუტატმა მაქსიმ სტრელნიკმა ისაუბრა.

მისი თქმით, შეუძლებელია ქალაქის ორგანიზებულად დატოვება უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, მაგრამ ხალხი ამის გაკეთებას საკუთარი რისკის ფასად ცდილობს.

"თვეზე მეტია ისინი უარს ამბობენ დერეფნების უზრუნველყოფაზე, რათა უზრუნველყოფილ იქნას საკვები, წყალი, მედიკამენტები და მოხდეს პაციენტების და ბავშვების ევაკუაცია. განადგურებულია ყველა კომუნიკაცია: არ არის შუქი, წყალი, სითბო, გაზი, მობილური კავშირი. იზიუმში მცხოვრებ ადამიანებს [ოკუპანტები] ფარად იყენებენ. არ ხერხდება ადამიანების ორგანიზებული გადაყვანა, მაგრამ ხალხი ამის გაკეთებას საკუთარი ძალებით ცდილობს. ჩვენი მოხალისეებიც ეხმარებიან, მაგრამ ეს ცალკეული შემთხვევებია,"- განაცხადა მაქსიმ სტრელნიკმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა. მათ შორის ქალებისა და ბავშვების. ამ ყველაფერს კი ევროპისა და აშშ-ს მხრიდან რუსეთის მიმართებით სერიოზული სანქციები მოჰყვა. პირველად სანქცირებულ პირებს შორის პუტინი და მასთან დაახლოებული პირები მოხვდნენ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics