|
2022-04-19 18:22:30, 1322 ნახვა
პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე - „ქართულ ოცნებასა“ და სუს-ში ძალიან ბევრი ცდილობს განსაკუთრებული ჯეიმს ბონდი იყოს
არ მგონია, ბატონმა მიხეილ ყაველაშვილმას იცოდეს, ვინ არის პიტერ აკერმანი, ფლეტჩერის სკოლა არ ვიცი „ქართულ ოცნებას“ გაუგია თუ არა, მაგრამ მათ შეუძლია ამ სკოლის ბორტში შეამოწმონ. - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის თავჯდომარებ ხატია დეკანოიძემ განაცხადა . მისივე თქმით, „ქართულ ოცნებასა“ და სუს-ში ძალიან ბევრი ცდილობს, განსაკუთრებული ჯეიმს ბონდი იყოს, მაგრამ ეს არ გამოსდით . „გულწრფელად არ მესმის, როგორ შეიძლება რაიმე საიდუმლო შეხვედრა დაიგეგმოს სასტუმროში, სადაც მონაწილეების გარდა არის კიდევ 200 ადამიანი. ვფიქრობ, „ქართულ ოცნებასა“ და სუს- ში ძალიან ბევრი ცდილობს, განსაკუთრებული ჯეიმს ბონდი იყოს, მაგრამ ეს არ გამოსდით. ასეთი შეხვედრები სულ ტარდება ოპოზიციაში, თუნდაც, მედიის წარმომადგენლებთან, მოხარული ვიქნები, მედიის წარმომადგენლები ვიხილო სტრატეგიულ შეხვედრაზე, რაც გულისხმობს როგორი უნდა იყოს ქვეყნის ევროინტეგრაციის კურსი. მსჯელობა ამ შეხვედრაზე იყო სტრატეგიულ საკითხებზე, კიდევ გვექნება ასეთი მსჯელობა, მათ შორის, იცით, ძალიან ხშირად ვხვდებით სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციას. რაც შეეხება პიტერ აკერმანს, ყველას მოვუწოდებ, მათ შორის, უმრავლესობის წარმომადგენლებს, ალბათ, არ იციან, ეს ადამიანი ვინ არის, „დაგუგლონ“ და გაიგონ. არ მგონია, ბატონმა მიხეილ ყაველაშვილმა იცოდეს, ვინ არის პიტერ აკერმანი, ფლეტჩერის სკოლა არ ვიცი „ქართულ ოცნებას“ გაუგია თუ არა, მაგრამ მათ შეუძლია ამ სკოლის ბორტში შეამოწმონ,“ - განაცხადა დეკანოიძემ. შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ რამდენიმე დღის წინ ოპოზიცია და მედია ერთობლივი შეხვედრის ფარგლებში დაადანაშაულა „სახელმწიფო გადატრიალების“ დაგეგმის მცდელობაში .
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)