19:58 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-18 14:20:47, 1625 ნახვა

ომი უკრაინაში
ბუჩას მერი - რუსი ჯარისკაცები ოკუპირებულ ქალაქში დარჩენილ ყოველ მეხუთე მშვიდობიან მოქალაქეს კლავდნენ

რუსმა ჯარებმა ოკუპირებულ ქალაქ ბუჩაში დარჩენილი ყოველი მეხუთე მოსახლე მოკლეს.-ამის შესახებ ბუჩას მერმა ანატოლი ფედორუკმა უკრაინის ტელევიზიის ეთერში ისაუბრა. 

„ჩვენ ბუჩაში დავითვალეთ: მოკლულია ყოველი მეხუთე იმ ადამიანიდან, რომელიც ოკუპაციისას ქალაქში დარჩა და მე პირადად, როგორც ათასობით თანამოქალაქე, ვგრძნობ სიძულვილს მათ მიმართ, ვინც აწამებდა და კლავდა მშვიდობიან ბუჩელებს“, - განაცხადა ფედორუკმა.

ანატოლი ფედორუკის ინფორმაციით, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები სამოქალაქო პირების წინააღმდეგ დაფიქსირდა ბუჩასა და ვორზელში.

„განსაკუთრებით მძიმე დანაშაულია - ჯგუფური გაუპატიურება და ბავშვთა მკვლელობა. ეს დაფიქსირდა ბუჩაშიც და ვორზელშიც. როგორი მძიმეც არ უნდა იყოს ამაზე საუბარი, საჭიროა მათ შორის რუსულ ენაზეც. დაე, რუსმა დედებმა გაიგონ, რა გააკეთეს ბუჩაში მათმა შვილებმა“, - განაცხადა ფედორუკმა.

ცნობისთვის, 1 აპრილს ბუჩას მერმა ანატოლი ფედორუკმა დაადასტურა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა რუსი ოკუპანტები განდევნეს. რუსული არმიის ერთთვიანი ოკუპაციის დროს ქალაქ ბუჩას 300 მცხოვრები დაიღუპა. მსხვერპლი მასობრივ საფლავში იქნა , ზოგი კი, კვლავ ქუჩებში ეგდო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე 120-ზე მეტმა მასწავლებელმა შეავსო განაცხადი - პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ოცნების პარლამენტმა ფორმულას ჟურნალისტ ნინი ბალანჩივაძეს 6 თვით აკრედიტაცია შეუწყვიტა
როგორ შეცვალა ციფრულმა განვადებამ E-commerce გაყიდვები საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics