19:58 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-18 14:16:09, 1662 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა ბლოკადირებული ქალაქი მარიუპოლიდან ყველა ექიმი გააძევეს

რუსმა ჯარებმა ბლოკადირებული ქალაქი მარიუპოლიდან მთელი სამედიცინო პერსონალის დეპორტაცია მოახდინეს. ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრ ანდრიუშჩენკომ ეროვნული ტელემარათონის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ახლა ქალაქი ვერც სასწრაფო სამედიცინო დახმარებას და ვერც პროფესიონალურ რჩევასას ვეღარ მიიღებს.

„ყველა ექიმი, სამედიცინო პერსონალთან ერთად, დეპორტირებული იყო დონეცკში, ამიტომ ქალაქში აღარც ექიმები გვყვავს და აღარც საავადმყოფოები გაგვაჩნია, ფაქტობრივად, შეუძლებელია რჩევის მიღება, რომ აღარაფერი ვთქვათ ხარისხიან, თუნდაც უხარისხო სამედიცინო მომსახურებაზე. ," განაცხადა ანდრიუშჩენკომ.

როგორც მარიუპოლის მერმა აღნიშნა, ოკუპანტები კვლავ აგრძელებენ მოქალაქეების იძულებით გაყვანას რუსეთის მიმართულებით და ქალაქის პერიმეტრზე ფილტრაციის ბანაკების მოწყობას.

ამასთან ერთად, რუსული ტერორის შედეგად უკვე 22 000-ზე მეტი მოქალაქეა დაიღუპული. თუმცა ეს რიცხვი კიდევ უფრო მეტად გააგრძელებს ზრდას სამედიცინო დახმარების არ ქონის გამო, დასძინა ანდრიუშჩენკომ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე 120-ზე მეტმა მასწავლებელმა შეავსო განაცხადი - პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ოცნების პარლამენტმა ფორმულას ჟურნალისტ ნინი ბალანჩივაძეს 6 თვით აკრედიტაცია შეუწყვიტა
როგორ შეცვალა ციფრულმა განვადებამ E-commerce გაყიდვები საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics