2022-04-16 12:09:48, 1543 ნახვა
სხვადასხვა
რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში 200 ბავშვი მოკლეს
რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებულ აგრესიულ ომს 200 ბავშვის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო 360 დაშავდა - ამის შესახებ ინფორმაციას უკრინის პროკურატურა ავრცელებს .
პროკურატურის ინფორმაციით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის ოლქში - 117, კიევის ოლქში - 105, ხარკოვის ოლქში - 88, ჩერნიგოვის ოლქში - 54, ხერსონის ოლქში - 41, მიკოლაევის ოლქში - 40, ლუგანსკის ოლქში - 36, ზაპოროჟიეს ოლქში - 23, დედაქალაქში - 16, სუმის ოლქში - 16, ჟიტომირის ოლქში - 15.
" 15 აპრილს რუსულმა ჯარმა ცეცხლი გაუხსნა ხარკოვის რაიონს. დაბომბვის შედეგად დაშავდა 5 ბავშვი, მათგან ორი დაიღუპა, ერთ-ერთი 7 თვის იყო.
14 აპრილს ხერსონის ოლქის სოფელ ნოვოვორონცოვკაში კასეტური ჭურვის აფეთქების შედეგად 15 წლის ბიჭი დაშავდა", - აცხადებენ პროკურატურაში.
შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოაცხადა სამხედრო ოპერაცია, რამდენიმე წუთის შემდეგ, სარაკეტო დარტყმები დაიწყო ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქ კიევთან ახლოს .
ავტორი: ექსპრესნიუსი,