|
2022-04-12 22:53:40, 1511 ნახვა
პოლიტიკა
რუსლან სტეფანჩუკი- საქართველო ყოველთვის მხარს უჭერდა უკრაინას
საქართველო ყოველთვის მხარს უჭერდა უკრაინას, - ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. რუსლან სტეფანჩუკმა მადლობა გადაუხადა საქართველოს უკრაინის მოქალაქეების შეფარებისთვის და გრუშევსკის სახელობის 41-ე სკოლაში უკრაინული სექტორის გახსნაც აღნიშნა. „საქართველო ყოველთვის მხარს უჭერდა უკრაინას. ის მნიშვნელოვანი რეზოლუციების თანაავტორია. ვნახე მიტინგების ტრანსლაცია თბილისიდან და სხვადასხვა ქალაქიდან, რომლებიც უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად ჩატარდა. ვფიქრობ, ეს არის მთავარი, რომ ვგრძნობთ ჩვენი ხალხის ურთიერთმხარდაჭერას. ვფიქრობ, ჩვენს სახელმწიფოებს შორის არსებულ საკითხებს აუცილებლად გადავწყვეტთ და აუცილებლად გამოვალთ მხოლოდ ჩვენი ორი ხალხის ინტერესიდან“, - განაცხადა სტეფანჩუკმა საქართველოდან ელჩის გაწვევის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხისას.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)