05:03 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-12 17:02:55, 1192 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტის ადმინისტრაცია განმარტავს, რატომ არ დაუშვეს ბრიფინგზე „ალტ-ინფო“

საქაართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ადასტურებს ინფორმაციას, რომ გუშინ სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგზე, ძალადობრივი ტელევიზია „ალტ-ინფო“ არ დაუშვეს. 

როგორც „ექსპრესნიუსს“ ადმინისტრაციაში განუცხადეს, ღონისძიებაზე არ დაშვების მიზეზი „ალტ-ინფოს“ ძალადობრივი და პრორუსული მოწოდებებია. 

„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ალტ-ინფოს ორბელიანების სასახლეში 9 და 11 აპრილს გამართულ ღონისძიებებზე დასასწრებად აკრედიტაციაზე უარი უთხრა. ალტ-ინფო გამოირჩევა ძალადობრივი და პრორუსული მოწოდებებით. სისტემატურად იყენებენ სიძულვილის ენას და გამოხატავენ აგრესიულ ძალადობრივ განწყობებს", - აცხადებენ ადმინისტრაციაში. 

შეგახსენებთ, რომ პრორუსულმა და ძალადობრივმა პლატფორმა „ალტ-ინფომ“ განაცხადა, რომ პრეზიდენტის გუშინდელ ბრიფინგზე ადმინისტრაციამ დასასწრებად მედიააკრედიტაცია არ მისცა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics