22:22 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-10 10:12:39, 1098 ნახვა

საზოგადოება
კასპის მუნიციპალიტეტში 9 აპრილის გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

კასპში 9 აპრილის სახელობის სკვერში,  ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას ბიუსტი ადგილობრივი ხელისუფლების და კასპის საზოგადოების წარმომადგენლებმა გვირგვინით და ტიტების თაიგულებით შეამკეს. ამით პატივი მიაგეს1989 წლის 9 აპრილის სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას.

9 აპრილს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი,  კასპის წმინდა გიორგის სახელობის  ეკლესიის მამაო ლევანმა ეკლესიის მგალობელთა ფონზე გადაიხადა.

ღონისძიების ორგანიზება მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურმა უზრუნველყო.

33 წელი  გავიდა 1989 წლის 9 აპრილის საშინელი ტრაგედიიდან, როდესაც რუსთაველის გამზირზე საბჭოთა კავშირის შინაგანი ჯარის ნაწილებმა ნიჩბების, მხუთავი გაზის და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით 10 000 კაციანი მშვიდობიანი საპროტესტო აქცია უსასტიკესად დაარბიეს.

9 აპრილის ტრაგედიამ 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, რაც საქართველოს ისტორიაში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით დასრულდა.

9 აპრილი საქართველოს ისტორიაში ორ უმნიშვნელოვანეს მოვლენას აერთიანებს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიას და 1991 წლის  დამოუკიდებლობის აღდგენას, რომელიც1918 წლის  წლის 26 მაისს მიღებულ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აქტს დაეფუძნა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
სიკორსკი: რუსეთს პოლონეთზე თავდასხმის რესურსები არ აქვს, მაგრამ ისინი რაღაცას ამზადებენ
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics