06:36 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-09 22:37:49, 1914 ნახვა

პოლიტიკა
შოლცი ბუჩაზე - ეს ომის დანაშაულია

გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის თქმით, უკრაინის ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობა ომის დანაშაულია და დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ. 

"ეს არის ის, რასაც ვერ დავივიწყებთ. ჩვენ არ შეგვიძლია უგულებელვყოთ, რომ ეს ომის დანაშაულია. ეს გახლავთ ომის დანაშაულები, რომელსაც არ შევეგუებით. პასუხი უნდა აგონ მათ, ვინც ეს ჩაიდინა". – თქვა გერმანიის კანცლერმა.

შოლცმა ასევე თქვა, რომ გერმანია გააგრძელებს უკრაინისთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდებას.

რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ სოფელში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთი ბრალდებებს უარყოფს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics