|
2022-04-08 22:18:20, 1335 ნახვა
პოლიტიკა
ლიეტუვის სეიმი - ვგმობთ ოცნების ლიდერების განცხადებებს, რომლებიც ძირს უთხრის უკრაინის ხელმძღვანელობას
ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა 6 აპრილს საქართველოსთან დაკავშირებით მიმართვა გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ კომიტეტი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ არჩევანს და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. ასევე, გმობს 2008 წელს საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრების გზაზე საჭირო გადაწყვეტილებების ვერმიღების ფაქტს. მიმართვაში წერია, რომ რუსეთის მიზანი ევროპის უსაფრთხოებისთვის ძირის გამოთხრა და ევროპის განადგურებაა. ასევე იმ ქვეყნების განადგურება, რომლებიც ალიანსის წევრობისთვის იღწვიან. ამავე განცხადებაში კომიტეტი საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ საქართველოს ინტეგრაციაში ევროკავშირსა და ნატოში გაწევრების პროცესს. მიმართვაში აღნიშნულია, რომ საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაცია, მედიაზე თავდასხმა და პოლიტიკური ოპონენტების პატიმრობა რუსეთის გავლენის გაძლიერებას უწყობს ხელს. განცხადებაში ნათქვამია, რომ შემაშფოთებელია საქართველოს მთავრობის საჯარო განცხადებები რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე. ამავე განცხადებაში კომიტეტი გმობს „ქართველი პოლიტიკოსებისა და მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებებს, რომლებიც ძირს უთხრის უკრაინის ხელმძღვანელობას და უკრაინის გმირულ ბრძოლას ევროპული თავისუფლებებისა და ღირებულებებისთვის; აფასებს ქართველი ხალხის სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას უკრაინის მიმართ და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და „ქართულ ოცნებას“, როგორც მმართველ პოლიტიკურ პარტიას, გამოხატონ სრული მხარდაჭერა უკრაინის მთავრობისადმი“ ლიეტუვას სეიმის საგარეო კომიტეტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ხელი შეუწყოს ციხეში მყოფი და ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების მქონე მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ევროპულ სახელმწიფოში გადაუდებელი მკურნალობისთვის.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)