|
2022-04-07 21:43:13, 869 ნახვა
პოლიტიკა
ენტონი ბლინკინი - განვიხილეთ დამატებითი მხარდაჭერა, საქართველოსთვის
ნატოში განიხილეს დამატებითი მხარდაჭერა, რომელიც შეუძლიათ ნატო-ს მოკავშირეებს ისეთი პარტნიორებისთვის, როგორებიც არიან საქართველო და ბოსნია-ჰერცეგოვინა. – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ბრიუსელში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ბლინკენის თქმით, მინისტერიალში მონაწილეობდნენ აგრეთვე მინისტრები საქართველოდან, ფინეთიდან, შვედეთიდან და უკრაინიდან. „ჩვენ ერთად ვაძლიერებთ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ უსაფრთხოების, ჰუმანიტარული, ეკონომიკური მიმართულებით. ჩვენ ერთად ვაგრძელებთ ზეწოლას კრემლზე, მათ შორის უპრეცედენტო სანქციებით. ჩვენ ერთად ვაძლიერებთ თავდაცვას ნატო-სთან, მათ შორის აღმოსავლეთის ფლანგის გაძლიერებით. ბოლო 48 საათის განმავლობაში შეხვედრები მქონდა ნატოელ კოლეგებთან. პირველად აშშ-ის წყნარი ოკეანის მოკავშირეებმა – ავსტრალიამ, იაპონიამ, კორეის რესპუბლკამ, ახალმა ზელანდიამ მონაწილეობა მიიღეს ნატო-ს მინისტერიალში ჯგუფის სახით. მონაწილეობდნენ აგრეთვე მინისტრები საქართველოდან, ფინეთიდან, შვედეთიდან და უკრაინიდან. მათთან ერთად კი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელი. გარდა ამისა, მე შევხვდი ჩემს კოლეგებს „დიდი შვიდეულიდან“. ყველა ამ მოკავშირისა და პარტნიორის მონაწილეობა ხაზს უსვამს ფართო კოალიციას მთელ მსოფლიოში, მათ ერთად დგომას რუსეთის ხელისუფლების აგრესიის წინააღმდეგ. ჩვენ განვიხილეთ დამატებითი მხარდაჭერა, რომლის აღმოჩენა შეუძლიათ ნატო-ს მოკავშირეებს ისეთი პარტნიორებისთვის, როგორებიც არის საქართველო და ბოსნია-ჰერცეგოვინა, რომლებიც ყველაზე მეტად არიან დაუცველნი რუსეთის აგრესიისა და კიბერსუაფრთხოების საფრთხის წინაშე“, – აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)