|
2022-04-03 19:17:10, 977 ნახვა
პოლიტიკა
ზელენსკი რუს დედებს - ნახეთ, რა ნაბიჭვრები გაზარდეთ, მკვლელები, მარადიორები, ჯალათები
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ თავის ოფიციალურ Telegram არხზე მიმართა რუსი სამხედროების დედებს და დაურთო ფოტოები ბუჩასა და კიევის რეგიონის სხვა განთავისუფლებულ ქალაქებში მშვიდობიანი მოსახლეობის ძარცვისა და მკვლელობის შედეგების შესახებ. "რუს სამხედროების დედებს ვურჩევ, უყურონ. ნახეთ, რა ნაბიჭვრები გაზარდეთ. მკვლელები, მარადიორები, ჯალათები", - წერს ზელენსკი რუსულად. უკრაინულად მან თავის პოსტში დაწერა: "ბუქარესტი, ნატოს სამიტის დეკლარაცია. 3 აპრილი, 14 წლის წინ. იყო ამის თავიდან აცილების შანსი. გააკეთე ისე, რომ რუსეთი არ მოვიდეს. ბუჩა, კიევის რეგიონი. ახლა. რუსეთი მოვიდა."-აღნიშნა პრეზიდენტმა. 1 აპრილს ბუჩას მერმა ანატოლი ფედორუკმა დაადასტურა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა რუსი ოკუპანტები განდევნეს. უკან დახევისას რუსებმა დანაღმეს სამოქალაქო ნაგებობები, ინფრასტრუქტურული ობიექტები და დასახლებული პუნქტები. 2 აპრილის საღამოს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა, რომ მთელი კიევის რეგიონი განთავისუფლდა რუსი დამპყრობლებისგან. უკრაინელმა სამხედროებმა, რომლებმაც კიევის ირგვლივ ყველა ტერიტორია დაიბრუნეს, აცხადებენ, რომ ქალაქებში დაღუპულ მშვიდობიან მოქალაქეებს პოულობენ. განთავისუფლებული ქალაქი ბუჩას მერმა თქვა, რომ 300 მცხოვრები დაიღუპა რუსული არმიის ერთთვიანი ოკუპაციის დროს, ხოლო მსხვერპლი ნახეს მასობრივ საფლავში, ზოგი კი, კვლავ ქუჩებში ეგდო.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)