08:56 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-02 23:14:59, 698 ნახვა

პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი უკრაინაზე - როდესაც საქართველოს 20% ოკუპირებულია, ჩვენი მხარდაჭერა სამაგალითოა

ამ პირობებში, როდესაც საქართველოს 20% ოკუპირებულია, ჩვენი მხარდაჭერა სამაგალითოა - სხვა ქვეყნები არ არიან იმ მდგომარეობაში, როგორშიც ჩვენ. თუნდაც მოლდოვა, სადაც დაახლოებით იგივე სიტუაციაა, იცით, რომ არ უერთდება სანქციებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა.

„ყველა სხვა ქვეყანა, რომლებზეც ვსაუბრობთ, არიან ნატოსა და ევროკავშირის წევრები. ანუ, ის ქვეყნები, რომლებსაც აქვთ ნატოს უსაფრთხოების ქოლგა გადაფარებული საკუთარ ქვეყნებზე და რომლებსაც აქვთ ევროკავშირის ეკონომიკური დაცვის ქოლგა - რამე თუ მოხდება, მათ იცავთ ნატო და ფინანსურად ეხმარება ევროკავშირი. ჩვენ არც ნატო გვიცავს და არც ევროკავშირი. ჩვენ არ გვაქვს საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტიები, არც ეკონომიკური გარანტიები. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვართ გაეროში რეზოლუციის თანასპონსორები, ვართ თანაავტორები განცხადებისა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში, რომელმაც ომის დამნაშავეები უნდა დაადგინოს. ამას ვაკეთებთ ამ პირობებში, როდესაც ბევრი სხვა სახელმწიფო ამას ვერ აკეთებს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ამ კუთხით ელჩის შესახებ გადაწყვეტილება უსამართლოა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics