|
2022-04-01 15:02:36, 901 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - სააკაშვილმა უკრაინიდან გამოასწრო იმისთვის, რომ საქართველოში არეულობა ყოფილიყო
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის განცხადებით, სააკაშვილმა უკრაინიდან გამოასწრო და გამოასწრო იმისთვის, რომ საქართველოში არეულობა ყოფილიყო. მისივე თქმით, სააკაშვილის მიერ სასამართლოზე გაკეთებული განცხადებები მეტყველებს იმაზე, რომ მისი სურვილია საქართველოს ომში ჩაბმა. „თვეების განმავლობაში ვსაუბრობდით, რომ თითქოს ეს შეთქმულების თეორიას ჰგავდა. დღეს ეს დადასტურდა მისივე წამოცდენით, როდესაც თქვა - ვიცოდი, ვგრძნობდი, რომ ეს მომენტი დადგებოდა და დადგა. რა მომენტზე საუბრობს? რა იცოდა მან, რისთვის ჩამოდიოდა. დარწმუნებული ვარ, მას ჰქონდა გარკვეული მოლოდინები იმასთან დაკავშირებით, რაც დღეს ხდება. მან უკრაინიდან გამოასწრო და გამოასწრო იმისთვის, რომ საქართველოში არეულობა ყოფილიყო. საქართველოში არეულობა მისი ხელშეწყობით შესაძლებელია გადაზრდილიყო იმაში, რასაც დღეს გავერიდეთ და არ დავუშვით. მან სასამართლო პროცესზე თქვა - ვიცოდი, ეს მომენტი დგებოდა და ეს მომენტი დადგა, რადგან დადგა მისი სურვილია, რომ იქნებ, საქართველო ომში ჩაებას. ჩვენი ქვეყანა ომში არ ერთვება." - განაცხადა მდინარაძემ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)