|
2022-04-01 00:51:41, 588 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე- როდესაც საქმე ეხება სხვა სახელმწიფოს სუვერენიტეტის მხარდაჭერას, ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენ ყველა შესაბამისი ფორმით გამოვხატეთ მხარდაჭერა
„პირველ რიგში, რაც შეეხება მხარდაჭერას და გამოხატვის ფორმებს. საერთაშორისო პოლიტიკაში არსებობს კონკრეტული გამოხატვის ფორმები, როდესაც საქმე ეხება სხვა სახელმწიფოს სუვერენიტეტის მხარდაჭერას, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას ჩვენ ყველა შესაბამისი ფორმით გამოვხატეთ მხარდაჭერა და კიდევ ერთხელ ჩამოვთვლი: ეს იყო გაეროში რეზოლუციის თანასპონსორობა, მხარდაჭერა, ეუთოს შესაბამისი დოკუმენტების მხარდაჭერა, ევროსაბჭოდან რუსეთის გარიცხვა და ჰააგის სასამართლო, სადაც საქმე ეხება სისხლის სამართლის დევნას. იყო საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომელიც ჩვენი მხრიდან გადაიდგა და აქ საქმე მარტო იმას კი არ ეხება, რომ ჩვენ რაღაც ნაბიჯები გადავდგით მხარდაჭერის კუთხით, სადაც საქმე ეხებოდა პოლიტიკურ თანადგომას და მხარდაჭერას იქ ჩვენი მხარდაჭერა იყო 100%-იანი. არც ერთი გადაწყვეტილება არ გაგვიშვია. საერთაშორისო პოლიტიკაში ფორმა არის ეს, რომ თანასპონსორი ხარ, მხარს უჭერ, კენჭისყრაში მონაწილეობ და დადებითად წყვეტ შესაბამის საკითხს, მხარს უჭერ საჩივარს და ა.შ. ეს არის გამოხატვის ფორმები“ - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა. ირაკლი კობახიძემ ასევე ისაუბრა სანქციებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ როდესაც სანქციებთან არ მიერთების გამო გვადანაშაულებენ, ამას სჭირდება პასუხი, რაც იყო მარტივი, რომ სანქციები არ მუშაობს ომის შეჩერების კუთხით და ამას ამბობს ყველა. ამას ამბობს არა ერთი ევროპელი ლიდერი, რომელსაც დაწესებული აქვს სანქციები. ეს არის მარტივი ჭეშმარიტება, რომ ომი ვერ შეაჩერა სანქციებმა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)