11:54 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-22 20:27:55, 839 ნახვა

პოლიტიკა
ლელა ჩიქოვანმა ნორვეგიის სამეფოს ელჩსა და თავდაცვის ატაშეს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ  ნორვეგიის სამეფოს ელჩს, ჰელენ სანდ ანდრესენსა და ახლადდანიშნულ თავდაცვის ატაშეს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ლელა ჩიქოვანმა  ვიცე-პოლკოვნიკ ბიორნ ოლე გეროუდასს  საქართველოში თავდაცვის ატაშეს პოზიციაზე წარმატებები უსურვა და ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.

„ლელა ჩიქოვანმა ნორვეგიელ დიპლომატებს  საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.  საქართველოს თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმებზე საუბრისას, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ყურადღება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP)  განხორციელებაში ნორვეგიის აქტიურ ჩართულობაზე, ერთ-ერთი წამყვანი ინიციატივის, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC)  განვითარებაში ნორვეგიელი ექსპერტების წამყვან როლზე გაამახვილა. ლელა ჩიქოვანმა საქართველოს ეროვნულ გვარდიასა და ნორვეგიის სამეფოს შიდა გვარდიას შორის მჭიდრო ორმხრივი თანამშრომლობაც ხაზგასმით აღნიშნა.

შეხვედრაზე საუბრის მთავარ თემას უკრაინაში განვითარებული მოვლენები წარმოადგენდა. მხარეებმა რუსეთის აგრესია კიდევ ერთხელ დაგმეს და უკრაინის მიმართ მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოხატეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics