11:53 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-22 17:58:48, 768 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე „ნაცმოძრაობას“ - რუსებს ნუ დაასწრებთ მათთვის სასარგებლო თემების წამოწევას

,,არ მოგცემთ უფლებას უმტროთ საქართველოს ისეთი თემის წამოწევით, რაც დღევანდელ სიტუაციაში განსაკუთრებულად დამაზიანებელია საქართველო ეროვნული ინტერესებისათვის. - განაცხადა ,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ნეიტრალიტეტის შესახებ „მთავარი არხის“ მიერ დასმული შეკითხვის პასუხად.

„ნუ იმეორებთ ამ სიტყვას ამოჩემებულივით. ამ თემას შეეშვით ხალხნო. საქართველოს მტრობთ ამ თემის აქტუალიზაციით, მე ამ თემაზე პასუხს არ გაგცემთ და არ მოგცემთ ამ თემის აქტუალიზაციის საშუალებას. არ მოგცემთ უფლებას, უმტროთ საქართველოს ისეთი თემის წამოწევით, რაც დღევანდელ სიტუაციაში განსაკუთრებით, არის დამაზიანებელი საქართველოსათვის, მისი ეროვნული ინტერესებისათვის და ერთიც, ერთ რამეს გირჩევთ ყველას, ნაცმოძრაობის ყველა წევრს გეხებათ აბსოლუტურად, რუსებს და იმ ქვეყნის წარმომადგენლებს, რომლებსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%, ნუ დაასწრებთ მათთვის სასარგებლო თემების წამოწევას. ამას გთხოვთ ძალიან. ამ თემის სიღრმეებში მეტს აღარ შევალ და ალბათ მიხვდებით. თქვენი შეფასებებია ეთიკურად შეუთავსებელი ჟურნალისტის საქმიანობასთან“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics