|
2022-03-17 15:22:46, 628 ნახვა
პოლიტიკა
დავით სერგეენკო ოპოზიციაზე - ამ მოძახილებსა და მოწოდებებს სჯობს, თანხა შესწირონ, რათა უკრაინელებს რეალური დახმარება გავუგზავნოთ
ამ მოძახილებსა და მოწოდებებს სჯობს, თანხა გადაიხადონ, რათა უკრაინელებს რეალური დახმარება გავუგზავნოთ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს ოპოზიციაზე საუბრისას განუცხადა. მისი თქმით, საქართველოს რუსეთის მიმართ სანქციების მთელი რიგი პაკეტი 2008 წლიდან უკვე დაწესებული აქვს და მას კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ ეწოდება. სერგეენკოს განმარტებით, „პროცესი დინამიურია და ოპოზიციის მოძახილები სანქციებზე შეერთების თაობაზე უკვე ძალიან მომაბეზრებელია“. „ორი კვირაა პარლამენტი აგროვებს თანხას, ყიდულობს ჰუმანიტარულ დახმარებას და აგზავნის. ამაში ოპოზიციას მონაწილეობა არ მიუღია. ტვირთი არის საქართველოს პარლამენტიდან და არა „ქართული ოცნებიდან“. ანგარიში ერთი კვირის წინ გავხსენით და თანხა ოპოზიციიდან არავინ შემოიტანა. ვიფიქრე, ამის შესახებ ვერ გაიგეს და გუშინ მესიჯები კიდევ გავუგზავნეთ. დღეს დილით გადავამოწმე და კიდევ არ არის. ამ მოძახილებსა და მოწოდებებს სჯობს, თანხა გადაიხადონ, რათა უკრაინელებს რეალური დახმარება გავუგზავნოთ“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)