12:51 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-16 14:49:29, 733 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ივანიშვილთან დაკავშირებულ აუდიოჩანაწერზე - სისულელეა, კაცმა არ იცის ავთენტურია თუ არა

ერთი რომ აუდიოჩანაწერი არის სისულელე, მეორე კაცმა არ იცის ეს ავთენტურია თუ არა. ამის გადამოწმების საშუალება ჩვენი არავითარი ფორმით არ გვაქვს -ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

მისი თქმით, საინტერესოა, ხომ არ იყო „ტვ პირველისთვის“ წყარო რუსული მხარე, როდესაც ამ ჩანაწერს იღებდა, თუ ეს ჩანაწერი ავთენტურია.

„ასევე საინტერესოა, რა იყო წყარო. წყარო ვერ იქნებოდა ბუნებრივია ქართული მხარე. საინტერესოა, ხომ არ იყო „ტვ პირველისთვის“ წყარო რუსული მხარე, როდესაც ამ ჩანაწერს იღებდა, თუ ეს ჩანაწერი ავთენტურია. ასეც და ისეც, საქმე ეხება ერთ-ერთ რუს ბიზნესმენს, რომელიც არის რეპრესირებული რუსეთის ხელისუფლების მხრიდან და თუ ვინმე შეიძლება გავიხსენოთ რეპრესირებული ბიზნესმენებიდან ხადარკოვსკის შემდეგ, სწორედ ეს კონკრეტული რუსი ბიზნესმენია. როდესაც ასეთ დროს მათ პირად საუბარს (მათი მტკიცებით) აქვეყნებს ტელევიზია, ეს რა თქმა უნდა მეტყველებს მათ ღირებულებებსა და სტანდარტებზე. ღიმილისმომგვრელთან ერთად ეს არის მე ვიტყოდი ტრაგიკული მოვლენა და ახასიათებს ტელევიზიებს, რომლებიც განეკუთვნებიან ომის პარტიას „ნაციონალურ მოძრაობას“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლიციამ ბერლინში ლგბტ პრაიდზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ტერორისტი მოკლა
გორში სპილენძის მოპარვისთვის 4 პირი დააკავეს, მათ 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება შეკრების თავისუფლებას უხეშად არღვევს – საია
მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება ავტორიტარული მმართველობისთვის დამახასიათებელი რეპრესიული პრაქტიკაა- DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics