|
2022-03-09 16:52:46, 756 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე ,,მთავარ არხს’’ - იმ ტელევიზიის წარმომადგენელი ბრძანდებით, რომლის პატრონებმაც ომიდან მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, სადაც ეწერა, რომ ქართველმა ცხინვალის დაბომბვით ომი დაიწყეს
,ეს კითხვა, ერთის მხრივ ძალიან პრიმიტიულია, უადგილო და მათ შორის შეურაცხმყოფელიც კი. რუსეთი რომ აგრესორია, მან წამოიწყო ომი უკრაინაში და ა.შ. ამაზე კითხვის დასმაც კი, მათ ნარატივს აძლიერებს, პირდაპირ გეუბნებით, ახლა თქვენ აძლიერებთ რუსულ ნარატივს’’ ასე უპასუხა „მთავარი არხის’’ კითხვას - ვინ დაიწყო ომი უკრაინაში ,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ. როგორც მდინარაძემ ჟურნალისტს მიმართა, მათი ტელევიზიის მეპატრონეებმა ომის დასრულებიდან ერთ თვეში ხელი მოაწერეს რეზოლუციას, სადაც ეწერა, რომ ქართველმა ჯარისკაცებმა კასეტური ბომბებით დაბომბეს ცხინვალი. ,,თქვენ იმ ტელევიზიის წარმომადგენელი ბრძანდებით, რომლის პატრონებმაც თავის დროზე მიუხედავად იმისა, რომ ასეთივე ღია აგრესია, ცოტა სხვა გარემოებების მიუხედავად, აწარმოა რუსეთმა საქართველოშიც და მაშინ, ომიდან ერთ თვეში, თქვენი ტელევიზიის მეპატრონეებმა მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, სადაც ეწერა, რომ ქართველმა სამხედროებმა კასეტური ბომბებით ცხინვალის დაბომბვით ომი დაიწყეს. ომის დაწყების თარიღად მითითებული იყო 7 აგვისტო და რომ თითქოს ქართველმა სამხედროებმა დაბომბეს კასეტური ბომბებით ცხინვალი. მე-6 პუნქტის დასაწყისშივე რეზოლუციაში წერია, რომ რუსეთის შეტევა იყო საპასუხო. ამ პარტიიდან ისმება დღეს კითხვები - უკრაინაში ვინ დაიწყო ომი, სადაც კიდევ უფრო მკაფიოა ყველაფერი’’ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
გვარამია: MMA მებრძოლის ინიციატივამ შესაძლოა ლინჩის წესით გასამართლება გამოიწვიოს
ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერი MMA-ს მებრძოლი ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების დასაცავად მოძრაობას ქმნის
TI: „ოცნებამ“ ჟურნალისტების პარლამენტში აკრედიტაცია ზეწოლის ბერკეტად აქცია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)