|
2022-03-09 13:01:20, 524 ნახვა
პოლიტიკა
ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაში მონაწილეობა მიიღო
შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომას დაესწრო. შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები - ალექსანდრე დარახველიძე და გიორგი ბუთხუზი დაესწრნენ. ვახტანგ გომელაურმა დეპუტატებთან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში 2021 წელს განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ, ასევე, სახელმწიფო საიდუმლოებასა და პროგრამებთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა. შინაგან საქმეთა მინისტრმა ნდობის ჯგუფის წევრებთან ერთად განიხილა რეგიონში განვითრებული მოვლენების პარალელურად საქართველოს უსაფრთხოების საკითხები, სახელმწიფო საზღვრის დაცვის მიმართულებით და საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება. შეხვედრა მედიისთვის დახურულ ფორმატში წარიმართა. სხდომის დასრულების შემდეგ, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. "ნდობის ჯგუფის შეხვედრაზე ვისაუბრეთ სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის საზღვრის მიმართულებაზე, ასევე, დანაშაულის სტატისტიკაზე. აგრეთვე იყო მილსადენების საკითხი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, მაგალითად, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი. ეს იყო მთავარი მიმართულებები, რომლებზეც ვიმსჯელეთ და ასევე, განვიხილეთ სამინისტროს საიდუმლო შესყიდვების საკითხიც,"- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
გვარამია: MMA მებრძოლის ინიციატივამ შესაძლოა ლინჩის წესით გასამართლება გამოიწვიოს
ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერი MMA-ს მებრძოლი ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების დასაცავად მოძრაობას ქმნის
TI: „ოცნებამ“ ჟურნალისტების პარლამენტში აკრედიტაცია ზეწოლის ბერკეტად აქცია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)