17:41 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-26 16:50:04, 687 ნახვა

პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი: პირველი დღიდან დავიწყეთ ჰუმანიტარული ღონისძიებების გატარება - უკრაინის 150-ზე მეტ მოქალაქეს დავეხმარეთ

საქართველოს მთავრობა უკრაინის მოქალაქეების დახმარებას განაგრძობს. უკრაინელი ტურისტები, რომლებიც ამ ეტაპზე სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ, სასტუმროებში სრულიად უსასყიდლოდ განთავსდებიან.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, პირველი დღიდან დავიწყეთ ჰუმანიტარული ღონისძიებების გატარება. პირველივე დღიდან ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აამოქმედა ცხელი ხაზი, რომლითაც უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებდნენ, შეეძლოთ, უსასყიდლოდ განთავსება საქართველოს სასტუმროებში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.  ჩვენმა სამინისტრომ მჭიდროდ ითანამშრომლა კერძო სექტორთან და ისინიც უსასყიდლოდ სთავაზობენ სასტუმრო ადგილებს უკრაინის მოქალაქეებს. ყველა იმ მოქალაქეს, რომლებსაც, პრობლემებიდან გამომდინარე, დაბრუნების საშუალება არ აქვს, შეეძლებათ უსასყიდლოდ განთავსდნენ საქართველოს სასტუმროებში," - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, ამ დროისთვის ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, კერძო სექტორთან კოორდინაციით,  უკვე გაუწია დახმარება უკრაინის 150-ზე მეტ მოქალაქეს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics