12:51 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-24 18:18:46, 642 ნახვა

მსოფლიო
ბელგიამ და ჩეხეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა შეაჩერა

ბელგიამ და ჩეხეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა.

ბელგიის მიგრაციის მინისტრი სამი მჰადი აცხადებს რომ, ამ დროისთვის რუსები სასურველი სტუმრები არ არიან.

„რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემაზე უარის თქმა ტაბუ არ უნდა იყოს“, - განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, ჩეხეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ბრნოსა და კარლოვი ვარში რუსეთის საკონსულოები დაიხურება. 

პარალელურად ჩეხეთი რუსეთში საკუთარ საკონსულოსაც დაკეტავს. შესაბამისი გადაწყვეტილება ჩეხეთის მთავრობამ რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო მიიღო.

გარდა ამისა, ოფიციალური პრაღა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემას შეაჩერებს და კონსულტაციებისთვის რუსეთიდან და ბელარუსიდან ელჩებს უკან გამოიწვევს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ძვლის ტვინის გადანერგვის შემდეგ გართულების სამკურნალო "ჯაკავი" დაფინანსდება – ჯანდაცვა
რუსეთი საქართველოს მოუწოდებს, ალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმება შეიმუშაონ
ბარციცი: საქართველო ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებაზე დამატებით პროგრესს შეუძლებელს ხდის
მოსკოვი საქართველოს ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებისკენ მოუწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics