19:40 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-23 17:53:32, 638 ნახვა

პოლიტიკა
ბოკერია - კალაძემ განმარტოს, რა სტანდარტს არღვევს „ევროპული საქართველო” რაგბის მატჩზე საქართველოსა და უკრაინის ეროვნული დროშების გამოფენას აპირებს?

„კახი კალაძისგან ვითხოვთ, განმარტებას რა სტანდარტს არღვევს "ევროპული საქართველო" და ყველა ის მოქალაქე, რომელიც აპირებს საქართველოს და უკრაინის ეროვნული დროშები გამოფინონ საქართველო-რუსეთის რაგბის მატჩზე“ - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ გამართულ ბრიფინგზე  განაცხადა.

„ეს სწორედ ის ფორმაა საზოგადოების პოზიციის გამოხატვის, რომელიც ცივილიზებულ ფარგლებში ჯდება, არანაირი პოლიტიკური აგრესიული გზავნილი არ არის, რომ ეს საბაბი იყოს, თუ არ ეძებენ საბაბს და თუ ისინი საბაბს ეძებენ, რომ პუტინს ასიამოვნონ და ამ პროპაგანდაში კიდევ ერთხელ დააფიქსირონ როგორ "უფრთხილდებიან" ამ ყველაფერს, მაშინ პირდაპირ თქვან და უტიფარი სლოგანებით ნუ გამოდიან.“

"გუშინ, "ევროპულმა საქართველომ" ინიციატივა გამოვთქვით, რომ საქართველო-რუსეთი რაგბის თამაშზე საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც სურვილი აქვს, გამოეფინათ საქართველოსა და უკრაინის ეროვნული დროშები, უკრაინის მიმართ სოლიდარობის ნიშნად. ჩვენ ასევე, ვაპირებთ, რომ მოქალაქეებს დავურიგოთ და შევთავაზოთ დროშები მატჩის დაწყებამდე. ჩემი აზრით, ეს არის საკუთარი პოზიციის დაფიქსირების ადეკვატური შესაძლებლობა უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. დღეს ჩვენ მოვისმინეთ "ქართული ოცნების" ერთ-ერთი მთავარი ლიდერის, დედაქალაქის მერის კახი კალაძის სრულიად აბსურდული განცხადება. მან მოგვიწოდა "ევროპულ საქართველოს", სპორტს და პოლიტიკას ერთმანეთში ნუ აურევთო. პოლიტიკა არ ვიცი, რამდენად სწორი ტერმინია ამ კონტექსტში, როცა საუბარია ასეთ აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ და იმ აგრესიაზე, რომელიც პუტინმა დააანონსა საქართველოს წინააღმდეგ, როდესაც თქვა, რომ ის არ ცნობს სუვერენიტეტს არც ერთი იმ ქვეყნის, რომელიც მეზობელია აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში რუსეთისა.
მინდა ჰკითხოთ კალაძეს, ან მერიას, რომელ საერთაშორისო სტანდარტს ვარღვევთ "ევროპული საქართველო" ამ მოწოდებით, რომ ეროვნული დროშები იყოს გამოფენილი სტადიონზე. ეს სწორედ ის ფორმაა საზოგადოების პოზიციის გამოხატვის, რომელიც ცივილიზებულ ფარგლებში ჯდება, არანაირი პოლიტიკური აგრესიული გზავნილი არ არის, რომ ეს საბაბი იყოს, თუ არ ეძებენ საბაბს და თუ ისინი საბაბს ეძებენ, რომ პუტინს ასიამოვნონ და ამ პროპაგანდაში კიდევ ერთხელ დააფიქსირონ როგორ "უფრთხილდებიან" ამ ყველაფერს, მაშინ პირდაპირ თქვან და უტიფარი სლოგანებით ნუ გამოდიან.

ქალაქის მერისგან, "ქართული ოცნების" ლიდერისგან და ივანიშვილის გარემოცვის ერთ-ერთი გამორჩეული წევრისგან კახი კალაძისგან ვითხოვთ, განმარტებას და დაზუსტებას რა სტანდარტს არღვევს "ევროპული საქართველო" და ყველა ის მოქალაქე, რომელიც აპირებს საქართველოს და უკრაინის ეროვნული დროშები გამოფინონ საქართველო-რუსეთის რაგბის მატჩზე - რომელ სტანდარტს არღვევს, თუ შარზე არ არიან?", - განაცხადა ბოკერიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics