13:48 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-18 10:32:33, 1209 ნახვა

რეგიონი
სენაკის მუნიციპალიტეტში, 4 კილომეტრი სიგრძის სადრენაჟე არხებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

შპს „საქართველოს მელიორაცია“, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ჭალადიდში, დამშრობი მასივის მოწესრიგების სამუშაოებს ატარებს. - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან 4 კილომეტრი სიგრძის კოლექტორები და შემკრები არხები იწმინდება.  

მათივე ინფორმაციით, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, არხის გამტარუნარიანობა გაიზრდება და მუნიციპალიტეტში, 165 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება აღდგება, რაც ერთწლოვანი კულტურების წარმოების შესაძლებლობას და მოსავლიანობას გაზრდის.  დამშრობ მასივზე მიმდინარე სამუშაოები თებერვლის ბოლოს დასრულდება.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მარგუს ცაჰკნა - ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული რეჟიმი აბსოლუტურად სხვა გზას მიჰყვება, არა ევროკავშირისკენ გზას
16-17 ივნისს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 18 ივნისს გაწვიმდება
რუსული ავიაკომპანია Red Wings ბათუმისკენ ფრენებს კიდევ 6 ქალაქიდან შეასრულებს
თენგიზ შარმანაშვილი პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე - კიდევ მოხდება ხვალაც, ზეგაც
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics