21:27 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-15 19:46:22, 1242 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძე - სირცხვილია, როცა ასეთი ყურმოჭრილი ხელისუფლება გვყავს

„სირცხვილია, როცა ასეთი ყურმოჭრილი ხელისუფლება გყავს, რომელიც ერთი რუსი ოლიგარქის მიერ იმართება“, - ასე გამოეხმაურა „ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ბადრი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილს დეპუტატის უფლებამოსილება შეეწყვიტა.

მისივე თქმით, ერთადერთი, რაც „ქართულ ოცნებას“ ამოძრავებს არის ძალაუფლება, რომელიც პირადი კეთილდღეობის შენარჩუნებაში ეხმარებათ.

„უსამართლობის განცდა, კანონის ფეხქვეშ გათელვა, პოლიტიკური დევნა, რაც გეუფლება, როცა უყურებ როგორ მოუხსნეს ბადრი ჯაფარიძეს საპარლამენტო მანდატი.
სირცხვილია, როცა ასეთი ყურმოჭრილი ხელისუფლება გყავს, რომელიც ერთი რუსი ოლიგარქის მიერ იმართება. ქვეყნის უპერსპექტივობა, როცა ხელისუფლებას არ გააჩნია მიზანი და, შესაბამისად, გეგმა. ერთადერთი რაც გამოძრავებთ – არის ძალაუფლება, რათა შეინარჩუნოთ პირადი კეთილდღეობა.

ეს მალე დამთავრდება! ქართველი ხალხი არაა თქვენისთანა ხელისუფლების ღირსი, არაა ასეთი გაჭირვების და უიმედობის ღირსი! ხელისუფლება, რომელსაც ღირსება არ გააჩნია, ის სიკეთეს ვერ მოიტანს. ბრძოლა გრძელდება და ის დამთავრდება ქართველი ხალხის გამარჯვებით!“, - წერს „ფეისბუკ“-ზე მამუკა ხაზარაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics