|
2022-02-11 17:08:21, 816 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს - ბორია, შენი პუტინი უკან იხევს, უკრაინა დასავლეთთან ერთად ძლიერდება, მე ყველანაირი ზეწოლითვის მზად ვარ
გამოვრიცხავ, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ ივანიშვილმა კიდევ უფრო დაამძიმოს ჩემი დღევანდელი მდგომარეობა, - ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი განცხადებით ეხმაურება უკრაინის პროკურატურის მიერ, დაზარალებულად ცნობას. ამასთან ექს პრეზიდენტი, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და ამბობს რომ ყველანაირი ზეწოლისთვის მზად არის. "უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ჩატარებული გამოძიების შედეგად უტყუარად დაადგინა, რომ ჩემს მიმართ განხორციელდა წამება და არაადამიანური მოპყრობა და სისხლის სამართლის ამ საქმეში ოფიციალურად მაღიარა დაზარალებულად. ამას უნდა მოჰყვეს ამ საქმეში ბრალდებულების დადგენა და მათი საერთაშორისო ძებნაზე დასმა, რაც ნიშნავს, რომ თუ ისინი უკრაინაში აღმოჩნდებიან, მათ დააკავებენ ან სხვა... გამოვრიცხავ, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ ივანიშვილმა კიდევ უფრო დაამძიმოს ჩემი დღევანდელი მდგომარეობა, მაგრამ მინდა ვუთხრა ბორიას, შენი ფალავანი პუტინი უკან იხევს, უკრაინა იმარჯვებს და დასავლეთთან ერთად ძლიერდება. რომ იცოდე, მე ყველანაირ შემდგომ ზეწოლას გავუძლებ და აღარაფერი გამაკვირვებს. ისეთი მტკიცე ვარ, როგორც არასდროს ვყოფილვარ ცხოვრებაში და არასდროს ვყოფილვარ ასე დარწმუნებული სიმართლის გამარჯვებაში! P.S. - ასევე დიდი მადლობა ცენტრ "ემპათიას" უმნიშვნელოვანესი მტკიცებულების მიწოდებისთვის. და ბოლოს, მინდა შეგახსენოთ, რომ ბევრად ნაკლებ დარღვევებზე ჩემს მიმართ, ამჟამად უკრაინაში ასამართლებენ 1 გენერალს და პოლკოვნიკს, რომელთაც პოროშენკოს დროს გამიტაცეს და უკანონოდ დამადეპორტეს." ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში.
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
TBC შეთავაზება ბიზნესებს - სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, უფასოდ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)