|
2022-02-10 16:21:17, 932 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - წინა ხელისუფლების პირობებში, 1 ლარად ხდებოდა სახელმწიფო ქონებების გადაცემა დედიკოებზე და მამიკოებზე
წინა ხელისუფლების პირობებში 1 ლარად ხდებოდა სახელმწიფო ქონების გადაცემა დედიკოებზე, მამიკოებზე, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ოჯახის წევრისთვის სწავლის დაფინანსება იმ მოტივით, რომ ნიჭიერია ბიუჯეტის ძარცვაა. "წინა ხელისუფლების პირობებში ხშირად გვახსოვს ფაქტები, როდესაც ერთ ლარად ხდებოდა სახელმწიფო ქონებების გადაცემა დედიკოებზე, მამიკოებზე, ხდებოდა საკუთარი ოჯახის წევრების სწავლის დაფინანსება იმ მოტივით, რომ ნიჭიერები არიან. ოთხი შვილი მყავს, ოთხივე ძალიან ნიჭიერია. საზოგადოების მხრიდან როგორი დამოკიდებულება იქნებოდა, რომ ბიუჯეტიდან ფული ავიღო და ჩემი შვილების სწავლა დავაფინანსო, ეს ნორმალურია? გვახსოვს შემთხვევები, საჩუქრები კონკრეტული მეგობარი გოგონებისთვის და ა.შ. ეს იყო ძალიან მძიმე თემა, როდესაც ხდებოდა ბიუჯეტის ძარცვა პირადი დაკმაყოფილებების მიზნით", - განაცხადა კახა კალაძემ.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)