00:27 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-09 10:32:05, 638 ნახვა

მსოფლიო
იტალიასა და ესპანეთში ქუჩაში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ არის

იტალიაში კორონავირუსული შეზღუდვები მსუბუქდება და ქუჩაში  პირბადის ტარება სავალდებულო აღარ არის. 

იტალიის ჯანდაცვის მინისტრის განკარგულებით, 11 თებერვლიდან  31 მარტამდე  ნიღბების ტარება მხოლოდ თავშეყრის ადგილებსა და დახურულ სივრცეებში იქნება საჭირო.

იტალიაში COVID-19 ინფიცირების და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი ბოლო კვირებში მცირდება,  გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 101 864 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 415 ადამიანი გარდაიცვალა.

მედიის ცნობით, გარე სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულება მოიხსნა ესპანეთშიც. ესპანეთში, იტალიის მსგავსად, ზომები მას შემდეგ შემსუბუქდა, რაც საავაადმყოფოებში მიმართვიანობა შემცირდა.  პირბადის ტარება სავალდებულო დარჩა დახურულ სივრცეებში.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics