23:05 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-06 11:09:39, 835 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ს ოფიციალური პირების განცხადებით, რუსეთს უკრაინაში შეჭრისთვის სამხედრო ძალის 70% მობილიზებული ჰყავს

რუსეთს უკრაინაში შეჭრისთვის სამხედრო ძალის 70% მობილიზებული აქვს და საზღვარზე უფრო მეტ ბატალიონურ ტაქტიკურ ჯგუფს აგზავნის,- ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ს ოფიციალური პირები ანონიმურობის დაცვით ავრცელებენ. 

როგორც ოფიციალური პირები "როიტერთან" აცხადებენ, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფების რაოდენობა სასაზღვრო რეგიონში 60-დან 83-მდე გაიზარდა და კიდევ 14 ტრანზიტშია.

რაც შეეხება შეჭრის ვადებს, მათივე თქმით, მოსალოდნელია, რომ მიწა ყინვის პიკს 15 თებერვალს მიაღწევს, რაც საშუალებას მისცემს რუსული სამხედრო ნაწილების გამავლობის მექანიზებულ ტრანზიტს. ასეთი პირობები მარტის ბოლომდე გაგრძელდება.

ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ სრულმასშტაბიანი შეჭრა დიდ მსხვერპლს გამოიწვევს.

აშშ-ის შეფასებით, უკრაინას შესაძლოა 5000-დან 25000-მდე ჯარისკაცი დაეღუპოს, ხოლო რუსეთის ჯარისკაცების მსხვერპლი შეიძლება იყოს 3000-დან 10000-მდე, ხოლო მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი შეიძლება იყოს 25000-დან 50000-მდე.

ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ სრული შეჭრა ასევე გამოიწვევს მილიონობით ლტოლვილისა და იძულებით გადაადგილებული პირის გაქცევას ევროპაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics