02:03 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-04 11:53:04, 888 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი – „პარიკმახერი“ 1 დღეში შემოუშვეს, 5 კვირაა არ უშვებენ პირად ექიმს – ივანიშვილო, მე არ ვარ ვიღაც

ან იქნება სიკვდილი ან მექნება ადეკვატური მკურნალობის საშუალება, – ასე მიმართა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოზე, სიტყვით გამოსვლისას „ქართული ოცნების" დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს.

„მე მინდა, მივმართო ივანიშვილს. ვერ დაიმალები სხვადასხვა მონების უკან. ყველამ ძალიან კარგად იცის რომ შენ მართავ პროცესებს. თუ ხედავთ, ახალი შეკრეჭილი ვარ, გუშინწინ გამოვიძახე ციხეში სტილისტი. გუშინ ეს სტილისტი მოვიდა და გამკრიჭა. 5 კვირაა ჩემი პირადი ექიმი წერს რომ შემოუშვან ჩემთან. პარიკმახერი შემოუშვეს 1 დღეში. ივანიშვილის ბრძანებით ჩემთან არ უშვებენ ექიმებს. ასეთ პირობებში, როდესაც მაქვს ძლიერი სისუსტე, ასეთ პირობებში, როდესაც მაქვს პრობლემები პირველად ცხოვრებაში ჰიპერტონიასთან დაკავშირებული, მაქვს ანემია და აქედან გამომდინარე ბევრი სხვა პროცესები. ამავე დროს, შენ ძალიან კარგად იცი, რომ ჩემი მდგომარეობა ყოველდღე უარესდება. ეს ხდება შენი მითითებით. ვერავის ვერ გადააბრალებ, ყველანი შენკენ გამოიშვერს ხელს. ან იქნება სიკვდილი ან მექნება ადეკვატური მკურნალობის საშუალება. თუ არ იქნება ადეკვატური მკურნალობის საშუალება დამთავრდება ლეტალური შედეგით. მე არ ვარ ვიღაც. საერთაშორისო მართლმსაჯულება მოგწვდება", – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics