18:14 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-03 17:11:22, 820 ნახვა

საზოგადოება
„ისწავლე და დასაქმდი“ - მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში პროფესიულ მომზადებას 1123 მოქალაქე გადის

მუნიციპალური პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ გრძელდება. ამჟამად, ოთხ სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებელში მომზადებას 1123 მოქალაქე გადის. პროგრამაში ჩართული პირები 40-ზე მეტ პროფესიას „იკაროსში“, „მერმისში“, „სპექტრში“ და „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში“ ეუფლებიან.

სწავლების პროცესს დღეს თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია კოლეჯ „მერმისში“ გაეცნო.

„პროგრამაში ჩართული მოქალაქეები შრომის ბაზარზე განსაკუთრებით მოთხოვნად სპეციალობებს მშენებლობის,  მომსახურების,  წარმოების,  დიზაინის, კვების, ტრანსპორტის, ვეტერინარიის, საფინანსო,  ინჟინერიის  და ინფორმაციული ტექნოლოგიის სფეროებში ეუფლებიან. ვთანამშრომლობთ არა მარტო პროფესიული სასწავლებლებთან, არამედ დამსაქმებლებთან, რომელთა დახმარებით, კურსის დასრულების შემდეგ, მოქალაქეები სხვადასხვა კომპანიებში საქმდებიან. 2018 წელს დავიწყეთ ამ პროგრამის განხორციელება და ამ ხნის განმავლობაში 5600 მოქალაქე ჩაერთო. პროგრამის 4500-მა მონაწილემ მომზადება უკვე დაასრულა და მათი 75 პროცენტი დასაქმებულია“,  - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

დაინტერესებული მოქალაქეების ელექტრონული  რეგისტრაცია ხორციელდება მერიის ვებგვერდზე www.tbilisi.gov.ge და ელექტრონულ პორტალზე www.dasakmdi.ge

მონაწილეების ახალი ნაკადის მიღება მიმდინარე წლის მარტში იგეგმება. პროგრამაში ჩართვისთვის საჭიროა მოქალაქე იყოს მინიმუმ 18 წლის და თბილისში რეგისტრირებული.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics