21:40 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-02 14:15:23, 637 ნახვა

მსოფლიო
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ამ ეტაპზე არ არსებობს მინიშნებები, რომ რუსეთი მზად არის უკრაინაში მოქმედებების დასაწყებად

ამ ეტაპზე არ არსებობს რაიმე მინიშნება, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი მზად არის უკრაინაში ზომების მისაღებად, - ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟან-ივ ლე დრიანმა ფრანს 2-ის ეთერში საუბრისას განაცხადა.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთს უკრაინის საზღვართან 100 ათასზე მეტი სამხედრო ჰყავს მობილიზებული,  თუმცა ამ ეტაპზე არ არსებობს რაიმე მინიშნებები, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მზად არის უკრაინაში მოქმედებების დასაწყებად.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სამშაბათს გაკეთებულ განცხადებაში დაადანაშაულა დასავლეთი იმაში, რომ განზრახ შექმნა სცენარი, რომელიც რუსეთის ომში ჩათრევაა. პუტინის განცხადებით, აშშ-მ რუსეთისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხები უგულებელყო.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics