03:12 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-01 14:55:22, 524 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე „ენმ“-ზე - ჰიმნის ფონზე გაშალეს სააკაშვილის, პათოლოგიური კაცის ბანერი, მათთვის სახელმწიფოც ეს ავადმყოფი კაცია

დღეს, სახელმწიფო ჰიმნის ფონზე, გაშალეს სააკაშვილის, ამ პათოლოგიური კაცის ბანერი, ამით ყველაფერი ნათქვამია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, „ნაცმოძრაობა“ არის ძალა, რომელსაც არ შეუძლია დემოკრატიული სისტემისთვის სიკეთის კეთება, შესაბამისად, მათი მხრიდან პარლამენტის მუშაობაში კონსტრუქციული წვლილის მოლოდინი არ აქვთ.

„სამწუხაროდ, ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც სიკეთის კეთება არ შეუძლია ქვეყნისთვის, დემოკრატიული სისტემისთვის და მოლოდინი არის შესაბამისი, რომ ბუნებრივია, არ ველოდებით მათი მხრიდან რაიმე კონსტრუქციულ წვლილს პარლამენტის მუშაობაში, ეს არის სამწუხარო რეალობა, ეს რეალობა არის დაკავშირებული მათ წარსულთან, მათ აწმყოსთან და ამათი მომავალიც იქნება შესაბამისი.

დღეს, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ფონზე, მათ გაშალეს პარლამენტის სხდომათა დარბაზში სააკაშვილის, ამ პათოლოგიური კაცის ბანერი. ამით არის ყველაფერი ნათქვამი, მათთვის, ქვეყანაც, სამშობლოც, სახელმწიფოც არის ეს ავადმყოფი კაცი. ასეთი პოლიტიკური ძალისგან და ასეთი ადამიანებისგან ბუნებრივია, სიკეთეს არაფერს უნდა ველოდოთ“, - განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics