20:30 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-30 17:05:18, 1210 ნახვა

მსოფლიო
სერგეი ლავროვი - ვითხოვთ განმარტებას, როგორ აპირებს ალიანსი და ეუთო, არ გაამყაროს თავისი უსაფრთხოება სხვების ხარჯზე

„დაჟინებით ვითხოვთ განმარტებას, როგორ აპირებენ ალიანსისა და ეუთო-ს წევრი ქვეყნები ვალდებულების შესრულებას - არ გაამყარონ საკუთარი უსაფრთხოება სხვათა უსაფრთხოების ხარჯზე“, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

მისი თქმით, ალიანსისა და ეუთო-ს წევრი ქვეყნები ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ დადებულ პირობას, არ ასრულებენ და სხვების უსაფრთხოების ხარჯზე ქვეყნების მიღებას აგრძელებენ.

„დღეს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ხაზით ჩვენ კოლეგებს ალიანსისა და ეუთო-ს ქვეყნებში ვუგზავნით მოთხოვნას, რომლითაც დაჟინებით ვითხოვთ განმარტებას, როგორ აპირებენ ისინი ვალდებულების შესრულებას, არ გაამყარონ საკუთარი უსაფრთხოება სხვათა უსაფრთხოების ხარჯზე. თუკი არ აპირებენ, აგვიხსნან რატომ. ყოველ ჯერზე გამოდის, რომ ხაზი, რომლის დაცვაც მათ ევალებათ, სულ უფრო მეტად მიიწევს აღმოსავლეთისკენ. ახლა ის სულ უფრო მოუახლოვდა უკრაინას. სურთ, ეს ქვეყანაც იქ შეიყვანონ. თუმცა კი, ყველასთვის გასაგებია, რომ უკრაინა არ არის მზად და ნატოს უსაფრთხოების გაძლიერებაში ვერავითარ წვლილს ვერ შეიტანს. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი არ შეიძლება ჩაითვალოს თავდაცვითად, თუ გავითვალისწინებთ მის ოპერაციებს იუგოსლავიაში, ლიბიასა და ავღანეთში. როდესაც ცივი ომი მიმდინარეობდა და ბერლინის კედელი არსებობდა, ცხადი იყო, რა ტერიტორია უნდა დაეცვა, კედელი დაინგრა, ეუთოს ფარგლებში ჩვენ გამოვაცხადეთ მარადიული მეგობრობა, უსაფრთხოების განუყოფლობა, სოლიდარობა, შევთანხმდით, რომ არავინ უნდა გააძლიერონ თავიანთი უსაფრთხოება სხვების ხარჯზე – ისინი კი ისევ აგრძელებენ ქვეყნების მიღებას“, - აღნიშნა სერგეი ლავროვმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
დროა: ელენე ხოშტარია ციხიდან ვივამედში გადაჰყავთ, უკვე გზაშია
საგანძურის მარათონი დაიწყო - შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics