05:35 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-27 12:56:32, 784 ნახვა

პოლიტიკა
NDI-ის კვლევა - მთავრობის საქმიანობას ცუდად 52%, პრემიერის 35%, პარლამენტის კი 46% აფასებს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა, 52% მთავრობის საქმიანობით უკმაყოფილოა, 39% კარგად აფასებს, 7%-მა კი, არ იცის.

ამავე კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობა ქვეყნის ლიდერებითა და ინსტიტუტებით უკმაყოფილოა. კერძოდ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობას 35% აფასებს ცუდად, 27% კი, კარგად აფასებს.

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას გამოკითხულთა 46% აფასებს ცუდად, 14% კი, კარგად. საქართველოს პარლამენტის საქმიანობას ცუდად მოსახლეობის 46%, კარგად კი, 12% აფასებს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) საქმიანობას 35% ცუდად, 22% კი, კარგად აფასებს. 

აღნიშნული კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. საველე სამუშაოები 2021 წლის 7-13 დეკემბერს ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს მეთოდი ჩატარდა 2 099 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,3%. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics