|
2022-01-27 11:31:40, 614 ნახვა
პოლიტიკა
ანრი ოხანაშვილი - უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის თანაინიცირებაზე ოპოზიციის უარი „პროვოკაციული კამპანიაა“
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის თანაინიცირებაზე ოპოზიციის მხრიდან უარი „წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციული კამპანიაა“. როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, რეზოლუციის ტექსტში ჩადებულია მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და საუბარია იმაზე, რომ საქართველო გმობს რაიმე ტიპის ესკალაციას. „მხარდაჭერა ჩადებულია რეზოლუციის ტექსტში, უკვე არის საუბარი იმაზე, რომ ჩვენ უნდა დავგმოთ, რომ დაუშვებელია რაიმე ტიპის ესკალაცია, ეს არის ამ ტექსტში. თუ სხვა ინტერესები ამოძრავებთ, ვფიქრობ, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციული კამპანია, რომელიც ორიენტირებული იყო არა მართლა იმაზე, რომ ჰქონდა ვინმეს ინტერესი რეზოლუციის მიღების და არა იმ ინტერესზე, რომ მართლაც ჩვენ უკრაინელი ხალხისთვის ერთობლივად გამოგვეცხადებინა სოლიდარობა, არამედ სხვა პიარ კამპანიაზე გათვლილი სტრატეგია“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. ცნობისთვის, გუშინ პარტია „ქართულმა ოცნებამ“ უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის პროექტი წარადგინა, თუმცა მმართველი გუნდის გარდა, აღნიშნულ რეზოლუციას არც ერთი საპარლამენტო ჯგუფი ხელს არ აწერს.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)