|
2022-01-21 12:34:51, 969 ნახვა
პოლიტიკა
უკრაინის სახალხო დამცველი რატი ბრეგაძეს წერილით მიმართავს და მიხეილ სააკაშვილის მონახულებას ითხოვს
უკრაინის სახალხო დამცველმა, ლუდმილა დენისოვამ, საქართველოს იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს რუსთავის მე–12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მონახულების ნებართვა სთხოვა. გარდა ამისა, უკრაინის ომბუდსმენმა რატი ბრეგაძეს მიმართა წერილით, მიიღოს ზომები მიხეილ სააკაშვილისთვის კვალიფიციური ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის უზრუნველსაყოფად. "ქართველ პარლამენტარებს ინფორმაცია მივაწოდე იმის შესახებ, რომ მივმართე საქართველოს იუსტიციის მინისტრს, მიიღოს ზომები უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილისთვის კვალიფიციური ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის უზრუნველსაყოფად. ვესაუბრე მომავალ თვეში რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მონახულების გეგმების შესახებ. შესაბამისი ნებართვის თხოვნით საქართველოს იუსტიციის მინისტრსაც მივმართე", – წერს ლიუდმილა დენისოვა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)