11:32 - 28 Jul, 2026
|
2022-01-10 10:50:38, 871 ნახვა
პოლიტიკა
ჯინ შაჰინი უკრაინაზე - თუ რუსეთი იმოქმედებს, მზად ვართ, რომ გადაჭრით ვუპასუხოთ
სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგი რუსეთთან დიპლომატიის კრიტიკული კვირის დასაწყისია, - ამის შესახებ ამერიკელი სენატორი, ჯინ შაჰინი სოციალურ ქსელში წერს. როგორც სენატორი აღნიშნავს, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში იმოქმედებს, აშშ მზადაა, რომ გადაჭრით უპასუხოს. „სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგი რუსეთთან დიპლომატიის კრიტიკული კვირის დასაწყისია. პუტინისთვის ცხადი უნდა იყოს: მას აქვს ამ სიტუაციის დეესკალაციის შესაძლებლობა დიპლომატიური გზით. არჩევანი მასზეა, მაგრამ თუ რუსეთი იმოქმედებს, ჩვენ მზად ვართ, რომ გადაჭრით ვუპასუხოთ“, - წერს სენატორი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)