13:51 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-09 14:17:49, 956 ნახვა

მსოფლიო
„დოიჩე ველე“ - თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ვაშინგტონი მკაცრ ეკონომიკურ სანქციებს დააკისრებს

„დოიჩე ველეს" ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ვაშინგტონის მხრიდან მკაცრი ეკონომიკური სანქციები დაეკისრება. ამის შესახებ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა 8 იანვარს, თეთრი სახლის მიერ ორგანიზებულ სატელეფონო ბრიფინგზე განაცხდეს. 

გამოცემის ცნობით, რუსეთზე პირდაპირი სანქციების გარდა, სერიოზული შეზღუდვები შეიძლება დაწესდეს აშშ-დან რუსეთის ფედერაციაში ექსპორტირებულ პროდუქტებზე, ასევე აშშ-ს იურისდიქციის ქვეშ მყოფი უცხოური წარმოების საქონელზე.

აღსანიშნავია, რომ ამ სიაში უკვე შედის კუბა, ირანი, ჩრდილოეთ კორეა და სირია. 

ამასთან, ამერიკის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა დააკონკრეტა, რომ შვეიცარიაში გამართულ მოლაპარაკებებზე ვაშინგტონი აპირებს განიხილოს არა მხოლოდ მოსკოვის მიერ წამოჭრილი საკითხები, არამედ უსაფრთხოების პრობლემები. ამდენად, საუბარი შეიძლება იყოს,მესამე სახელმწიფოების ტერიტორიაზე შეჭრაზე, არჩევნებში ჩარევაზე, ქიმიური იარაღის გამოყენებაზე, იარაღის გავრცელების ხელშეკრულებების დარღვევაზე. 

”რუსეთთან ნებისმიერი სერიოზული საუბარი ევროპის უსაფრთხოებაზე აუცილებლად უნდა მოიცავდეს ამ პრობლემებს”, - განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ჟენევის მოლაპარაკებები 10 იანვარს გაიმართება. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics