11:24 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-29 14:57:28, 550 ნახვა

საზოგადოება
უცხოეთში ვაქცინირებული საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები Georgia eHealth აპლიკაციით სარგებლობას შეძლებენ

უცხოეთში ვაქცინირებულ საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს Georgia eHealth აპლიკაციის გამოყენების შესაძლებლობა მიეცემათ, – ამის შესახებ საუბარია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„2021 წლის პირველი დეკემბრიდან ძალაში შევიდა ე.წ მწვანე პასპორტის სისტემა, რომლის მიზანია საჯარო სივრცეები გახდეს მეტად უსაფრთხო და მინიმუმამდე შემცირდეს ინფექციის გადაცემის რისკები.

იმისათვის, რომ „მწვანე პასპორტზე“ ხელმისაწვდომობა ყოფილიყო უფრო მოსახერხებელი, შეიქმნა ელექტრონული აპლიკაციები COVIDPASS.MOH.GOV.GE და Georgia e-health.

ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც პირები ვაქცინირებული არიან საქართველოს ფარგლებს გარეთ სრულად, ან პირველი დოზა გაკეთებული აქვთ საქართველოს ტერიტორიაზე, ხოლო მეორე და/ან ბუსტერდოზა საქართველოს ფარგლებს გარეთ ან პირიქით და მათი რეგისტრაცია ვერ ხორციელდება იმუნიზაციის მოდულში.

ვაქცინაციის პროცესის მნიშვნელობის გათვალისწინებით, მსგავს შემთხვევებში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით ვაქცინირებულ საქართველოს მოქალაქეებს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, (რომლებიც შეესაბამებიან COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მოსარგებლე დამატებითი პირების განსაზღვრის შესახებ N01-353/ო ბრძანებით განსაზღვრულ პირებს), მიეცათ ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის იმუნიზაციის მოდულში რეგისტრაციის უფლება, რაც მათ Georgia eHealth აპლიკაციის გამოყენების შესაძლებლობას მისცემს.

რეგისტრაციისათვის, დაინტერესებულმა პირებმა უნდა მიმართონ ქვემოთ მითითებულ სამედიცინო დაწესებულებებს და წარმოადგინონ შესაბამისი ქვეყნის ამცრელი დაწესებულების მიერ გაცემული აცრის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტები,რის საფუძველზეც ადგილზევე მოხდება მათი რეგისტრაცია და სტატუსი აისახება Georgia eHealth აპლიკაციაში.

შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა“ – თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №29; შპს Exspress Medical Service – თბილისი, ზღვის პლაზა ჰუალინგი; შპს ვივამედი“ – თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N234; შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა“- სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი, სოფელი რუხი; შპს „ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“, ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქ. 2“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი. საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკი ქმნის ინკლუზიურ საბანკო მომსახურებას
თიბისი ტექსკოლა - ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს
ირანმა ჰორმუზის სრუტეში ორ ნავთობტანკერს დაარტყა, არის მსხვერპლი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics