13:41 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-24 17:51:39, 3832 ნახვა

საზოგადოება
BBC - დემოკრატია საფრთხეშია, პარლამენტთან აღმართული ჯვარი ნიშანია, თუ ვისი ღირებულებებია საქართველოში დაცული

„წარმატებული დემოკრატიის იშვიათი მაგალითი, რომელმაც თავი დააღწია რუსეთის გავლენას, ნელ-ნელა იცვლება. ბოლო წლებში, ძალადობრივი ჯგუფები ძლიერდებიან და დემოკრატია საფრთხის ქვეშ ექცევა“, - ამ სიტყვებით იწყება ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მომზადებული სიუჟეტი, საქართველოში 5-6 ივლისს მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით. 

BBС-ის სიუჟეტში საუბარია საქართველოს პარლამენტის შენობის წინ ივლისში განვითარებული მოვლენების შემდეგ აღმართულ ჯვარზეც და აღნიშნულია, რომ ჯვარი უკანასკნელი ნიშანია იმისა, თუ ვისი ღირებულებებია ქვეყანაში დაცული.

გამოცემის ცნობით, მაუწყებელმა ინტერვიურსთვის საქართველოს მთავრობასაც მიმართა, თუმცა ხელმისაწვდომი არავინ აღმოჩნდა. 

„საქართველოს მთავრობა ამბობს, რომ მას კავშირების გამყარება სურს ევროკავშირთან. მაშინ, როცა ქვეყნის დასავლელი პარტნიორებისგან ივლისის ამბებსა და სააკაშვილის მიმართ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობაზე კრიტიკა ისმის... ჯვარი, რომელიც საქართველოს პარლამენტის წინ დგას, არის უკანასკნელი ნიშანი იმისა, თუ ვისი ღირებულებებია ქვეყანაში დაცული... ჩვენ საქართველოს მთავრობას ინტერვიუსთვის მივმართეთ, მაგრამ ხელმისაწვდომი არავინ იყო“, - ასე აფასებს BBჩ, საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
სასამართლომ „ფორმულა“ გოგა ხაინდრავასთვის „მორალური ზიანის მიყენების გამო“ 10 000 ლარით დააჯარიმა
იავნანა ქართულის 1-ელი გაკვეთილი, BOG-ის ინიციატივა საზღვარგარეთ მცხოვრები ბავშვებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics