12:23 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-23 14:48:57, 973 ნახვა

მსოფლიო
NATO რუსეთს მოუწოდებს, შობის წინა დღეს უკრაინის საზღვრებიდან ჯარები გაიყვანოს და რეგიონში დაძაბულობა შეამციროს

NATO რუსეთს მოუწოდებს, შობის წინა დღეს უკრაინის საზღვრებიდან ჯარები გაიყვანოს და რეგიონში დაძაბულობა შეამციროს. აღნიშნულის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მედიასთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ოფიციალურ მოსკოვს აქვს შესაძლებლობა, უზრუნველყოს ყველა დაინტერესებული მხარისთვის მშვიდობიანი დასვენების პერიოდი.სტოლტენბერგმა მოსკოვს მოუწოდა პატივი სცეს პატარა ერების სუვერენიტეტს.

„დიდი ოდენობით ძალების თავმოყრა ხდება და ამ მოქმედების შეჩერების ან შენელების ნიშნები არ არის. მზად ვართ, დავსხდეთ და ვისაუბროთ კრემლთან ნატო-რუსეთის საბჭოს ეგიდით, თუმცა ძირითად პრინციპზე კომპრომისზე არ წავალთ. ჩვენ არ შეგვიძლია ეჭვქვეშ დავაყენოთ ნატო-ს უფლება, დაიცვას თავი და ყველა მოკავშირე. აგრეთვე ეჭვქვეშ ვერ დავაყენებთ ყველა ერის უფლებას, თავად აირჩიოს საკუთარი გზა.

იდეა, რომ ისეთ დიდ ძალას, როგორიც რუსეთია, შეუძლია, გადაწყვიტოს, რა გააკეთონ ან არ გააკეთონ პატარა მეზობლებმა, არის გავლენის სფეროების ცნების ხელახალი დანერგვა. ეს აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ყველაფერს, რაც ევროპაში მშვიდობასა და სტაბილურობას ეხება „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ენმ-მ ხელისუფლება ნავთობპროდუქტების იმპორტიორებთან შესაძლო შეთქმულებაში დაადანაშაულა
მიხეილ სააკაშვილი: განცხადებები გილაურთან ნაციონალური მოძრაობის მოლაპარაკებების შესახებ ტყუილია
ერთიანი ეროვნული გამოცდების დროს თბილისში ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ტექნიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics