14:56 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-22 18:23:44, 838 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის სამინისტროს ინოვაციური სერვისი „PROBBOX" დღეიდან 6 ქალაქში ამოქმედდა

პრობაციონერები ვალდებულებების შესრულებასა და სერვისების მიღებას საქართველოში შექმნილი ინოვაციური მოწყობილობით შეძლებენ. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დღეიდან ეს ყველაფერი პირობით მსჯავრდებულებისთვის ელექტრონულად იქნება უზრუნველყოფილი. ევროპაში პირველი ინოვაციური ტექნოლოგიური მოწყობილობა „PROBBOX" საპილოტე რეჟიმში ჩაირთო.

"პრობბოქსი საზოგადოებას იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მის მოადგილესთან  ბუბა ლომუაშვილთან ერთად წარადგინა.

ინოვაციური ტექნოლოგიური მოწყობილობა იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში საქართველოს 6 დიდ ქალაქში - თბილისში, თელავში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში განაწილდა.

შეთავაზებები სერვისების და დასაქმების შესახებ, ინფორმაცია პირობითი მსჯავრის გაუქმებაზე, რეჟიმის შემსუბუქების მოთხოვნაზე განაცხადის წარდგენა, პრობაციის ოფიცერთან კომუნიკაცია თუ მსჯავრდებულთან ვიდეო პაემნის დაჯავშნა - ამ და სხვა საჭიროებების დაკმაყოფილება „PROBBOX"-ით მოხდება.

ნოვატორული სიახლის დანერგვამდე, ვალდებულებების შესასრულებლად პირობით მსჯავრდებულს პრობაციის ბიუროში მისვლა ესაჭიროებოდა. ინოვაციური მოწყობილობის იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში განაწილება გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას შეუწყობს ხელს. პირობით მსჯავრდებულთა ელექტრონული კონტროლის ნოვატორული მექანიზმის შექმნის შესახებ იუსტიციის სამინისტროს ათწლიანი გეგმის წარდგენისას დაანონსდა. ეტაპობრივად კი, მთელი ქვეყნის მასშტაბით იქნება ხელმისაწვდომი", – ვკითხულობთ სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics