17:49 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-21 14:45:36, 689 ნახვა

პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე - პრეზიდენტს ვუთხარი, რომ პოლიტიკური სასამართლო დაბრკოლებაა ევროატლანტიკური მომავლისთვის

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ საქართველოს პრეზიდენტთან საკონსულტაციო ვიზიტი დაასრულა.

როგორც დეკანოიძემ ორბელიანის სასახლის დატოვების შემდეგ განაცხადა, სალომე ზურაბიშვილს პოლიტიკურ მართლმსაჯულებასა და მესამე პრეზიდენტის პატიმრობაზე ესაუბრა.

"პირველი რა თქმა უნდა, ჩვენი ყველაზე მძიმე მოცემულობა რაც არის, ესაა პოლიტიკური მართლმსაჯულება საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატიმრობა, რაც არის რეალურად ყველაზე უფრო დიდი ნიშნული და მაღალი ნიშნული პოლიტიკური მართლმსაჯულებისთვის, ის, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულება ქმნის ყველანაირ დაბრკოლებას ქვეყნის განვითარებისთვის და დემოკრატიისთვის, ის რომ მესამე პრეზიდენტის ციხეში ყოფნა, მათ შორის რამდენიმე პოტენციურად პოლიტიკური პატიმრის არსებობა ქვეყანაში, საქმეები განხილვის პროცესშია, ეს უნდა შეჩერდეს, გადაწყდეს და ეს არის მნიშვნელოვანი. ასევე, მე გავუზიარე და ვუთხარი, რომ ეს ყველაზე უფრო მძიმე მოცემულობა, რაც გულისხმობს პოლიტიკურ სასამართლოს და მართლმსაჯულებას, რეალურად ქმნის დაბრკოლებას ევროატლანტიკური მომავლისთვის", - განაცხადა დეკანოიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics